“ის, რომ ეს შვედი დეპუტატი ისევ ბედავს საქართველოზე საუბარს, იმის ბრალია, რომ არც მას, არც შვედეთის მთავრობას და არც შვედეთის საელჩოს ბოდიში არ მოუხდიათ შარშან, მის მიერ მაიდნის სცენარის განხორციელებით ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების გამო” – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ის, რომ ეს შვედი დეპუტატი ისევ ბედავს საქართველოზე საუბარს, იმის ბრალია, რომ არც მას, არც შვედეთის მთავრობას და არც შვედეთის საელჩოს ბოდიში არ მოუხდიათ შარშან, მის მიერ მაიდნის სცენარის განხორციელებით ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების გამო.

მის დღევანდელ ვიდეომიმართვასაც იგივე მიზანი აქვს. რაც შარშან – მაიდნისკენ მის მოწოდებას”, – წერს პაპუაშვილი და შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები