გია აბაშიძე: სანაქებოა ჩვენი სპეცსამსახურებისა და სამართალდამცველების შესანიშნავი მუშაობა, იქოლება “შავბნელი ხვრელები” – ხან “ჰექსოგენი” ტერორისტებიანად, ხან დიდძალი ნარკოტიკები, ახლა სუს-ის მიერ ურანის უკანონო შეძენა – გადაზიდვის აღკვეთა
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა – ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ტერიტორიის გავლით,” – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ე.წ. „რუსულ-ჩინურად“ მონათლული საქართველოს ხელისუფლება ბლოკავს ბირთვული მასალების კრიმინალურ ტრანზიტს სწორედ რუსეთსა და ჩინეთში, და ამავე დროს საერთაშორისო სასამართლოებში სისტემატურად იგებს საქმეებს რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით, რაც სრულიად აბათილებს ოპოზიციის ბრალდებებს ხელისუფლების პრორუსულობაზე.
„ სანაქებოა ჩვენი სპეცსამსახურებისა და სამართალდამცველების შესანიშნავი მუშაობა, იქოლება “შავბნელი ხვრელები” – ხან “ჰექსოგენი” ტერორისტებიანად, ხან დიდძალი ნარკოტიკები, ახლა სუს-ის მიერ ურანის უკანონო შეძენა-გადაზიდვის აღკვეთა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა – ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ტერიტორიის გავლით.
მორიგ ჯერზე უბადრუკი ნაცსპიკერების მასხრად აგდების კონტექსტში ვიკითხავ – როგორ აიხსნება, რომ ე.წ. “რუსულ-ჩინური” საქართველოს ხელისუფლება ბირთვული მასალების კრიმინალურ ტრანზიტს ბლოკავს რუსეთსა და ჩინეთში და იმავდროულად, საერთაშორისო სასამართლოებში მუდმივად უგებს კრემლს ჩვენი ოკუპაციის საქმეებზე?..“ – წერს აბაშიძე.