ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში „ექვთიმეობა“ აღინიშნა
17 ოქტომბერი ექვთიმე თაყაიშვილის წმინდანად შერაცხვის დღეა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით სოფელ ლიხაურში, დღეს „ექვთიმეობა“ აღინიშნა.
„ოზურგეთის მერის მოადგილემ ნათია გოლიაძემ, სამუზეუმო გაერთიანების დირექტორმა ლანა ქავთარაძემ და კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელმა კობა ბანძელაძემ, წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
მამა გიორგი კობალავამ, ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მგალობლებთან ერთად, წმინდანის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.