“კანდიდატები, რომლებიც ლელო-გახარიამ წარმოგვიდგინეს, რიგითი პარტიული წევრები და აქტივისტები არიან, რაიმე განსაკუთრებული სიახლე არ იკითხება” – ქადაგიშვილი
“ვხედავთ, რომ კანდიდატები, რომლებიც ლელო-გახარიამ წარმოგვიდგინეს, რიგითი პარტიული წევრები და აქტივისტები არიან, რაიმე განსაკუთრებული სიახლე არ იკითხება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, რაიმე განსაკუთრებული, პოლიტიკური თუ მენეჯმენტის კუთხით, არ იკითხება.
“იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ დასაწყისში მათი მხრიდან მუდმივად საუბარი იყო, რომ მათ მიერ შერჩეული მერობის კანდიდატი და სხვა წამყვანი პირები, რომლებიც დედაქალაქის მესვეურები უნდა გამხდარიყვნენ, მათი გაგებით, იქნებოდნენ უპარტიო საზოგადოებრივი, სამოქალაქო სახეები. ჩვენ დავინახეთ, რომ აქაც მათი ეს დაპირება ფუჭი აღმოჩნდა. გვაქვს ჩვეულებრივი პარტიული ფუნქციონირების მიერ დაკომპლექტებული მათი ლიდერშიფი. აქედან გამომდინარე, რაიმე განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან შედეგს, სიახლეს ან პოტენციალს ამ ჯგუფის გამარჯვების ვერ ვხედავ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.