“ოპოზიცია საერთოდ რომ გაერთიანდეს ერთი ნომრის ქვეშ, თავის დონორებით, არასამთავრობოებით, მაინც უშანსოები არიან კახი კალაძესთან” – ირაკლი ჭეიშვილი
“ოპოზიცია საერთოდ რომ გაერთიანდეს ერთი ნომრის ქვეშ, თავის დონორებით, არასამთავრობოებით, მაინც უშანსოები არიან კახი კალაძესთან”, – ამის შესახებ, პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს.
ის ოპოზიციის მერობის კანდიდატად ირაკლი კუპრაძის დასახელებას ეხმაურება.
“თავიდან ამბობდნენ, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს, ნეიტრალური კანდიდატურა ეყოლებოდა, მაგრამ ნებისმიერი თბილისელი დღევანდელი ოპოზიციის შეთავაზებას არ დათანხმდება. აქედან გამომდინარე, იძულებულები იყვნენ, რომ ისევ მათი წიაღიდან დაესახელებინათ კანდიდატურა. რაც შეეხება კონკრეტულად კუპრაძეს, ოპოზიცია საერთოდ რომ გაერთიანდეს ერთი ნომრის ქვეშ, თავის დონორებით, არასამთავრობოებით, მაინც უშანსოები არიან კახი კალაძესთან”, – ამბობს ჭეიშვილი.