“ევროკავშირი და ევროკომისია მათივე დასკვნებით ამბობს, რომ ჩვენ მოწინავე პოზიციებზე ვართ, მაგრამ პოლიტიკური შეფასებების დროს ამბობენ აბსოლუტურად საპირისპიროს” – ჭეიშვილი

“დღევანდელი ევროკავშირი და ევროკომისია მათივე დასკვნებით ამბობს ერთს, რომ ჩვენ მოწინავე პოზიციებზე ვართ, მაგრამ პოლიტიკური შეფასებების დროს ამბობენ აბსოლუტურად საპირისპიროს”, – ამის შესახებ, პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს.

როგორც დეპუტატი განმარტავს, ეს მიუთითებს იმაზე, რომ არჩევნების შემდეგ არეულობისთვის ემზადებიან.

“რევოლუციურ სცენარს გადიან, თუ როგორ განავითარონ ქუჩის აქციები არჩევნების შემდეგ. ეს მიმართულია იქითკენ, რომ რაც შეიძლება მალე დაამხონ “ქართული ოცნების” ხელისუფლება. ნურას უკაცრავად, ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას და შესაბამისად, მტრებს არ ჩავაბარებთ ჩვენს ქვეყანას”, – ამბობს ჭეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები