“პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომის რაიონულ ორგანიზაციაში პარტიის აქტივთან შეხვედრა გავმართე” – მამუკა გელაშვილი

“პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომის რაიონულ ორგანიზაციაში პარტიის აქტივთან შეხვედრა გავმართე”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების”, ბორჯომის მერობის კანდიდატი, მამუკა გელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გელაშვილი განმარტავს, შეხვედრას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული – ზაალ გელაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი – ანტონ ობოლაშვილი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამცხე-ჯავახეთის კურატორი – სერგი მუშკუდიანი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი – ოთარ არბოლიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე – დავით ზაალიშვილი.

“შეხვედრის მთავარი თემა 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გახლდათ.

შეხვედრაზე დასახელდნენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში:

ბორჯომი – დავით შონია

ბორჯომი – ივანე შალუტაშვილი

ბორჯომი – მერაბ იობაშვილი

ყვიბისი – ზაქარია ციცქიშვილი

ახალდაბა – ზურაბ ბლიაძე

დვირი – ელიზავეტ კუჭუხიძე

ტბა – მამუკა ლურსმანაშვილი

ციხისჯვარი – გიორგი ბლიაძე

ბაკურიანი – ზურაბი კურტანიძე

ტაძრისი – თამაზ ჩუტკერაშვილი

ტაბაწყური – ანდრუშ ირიციანი

წაღვერი – კახაბერ თედიაშვილი

ბალანთა- არაიკ ანტონიანი.

მმართველ პარტიას მადლობას ვუხდი გამოცხადებული ნდობისთვის! ერთად ბევრ წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ!

მშვიდობა საქართველოს და მეტი განვითარება ბორჯომს!”, – წერს მამუკა გელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები