წილოსანი – ირაკლი კუპრაძეზე: ამ ადამიანმა მაშინ გაიუფასურა თავი, როდესაც მემარცხენე ადამიანის უფლებების დამცველი შეუერთდა თაღლითების პარტიას

”ამ ადამიანმა მაშინ გაიუფასურა თავი, როდესაც მემარცხენე ადამიანის უფლებების დამცველი შეუერთდა თაღლითების პარტიას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა, „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელოს“ მერობის საერთო კანდიდატზე, ირაკლი კუპრაძეზე საუბრისას განაცხადა.

„სრულებით არ აქვს მნიშვნელობა, ვისი სახით მოგვევლინება ეს ორი გაერთიანებული იდეოლოგიურად „ნაციონალური მოძრაობა“ თვითმმართველობის არჩევნებზე – არჩევნები დასრულდება „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი და აბსოლუტური გამარჯვებით“, – განმარტა წილოსანმა.

ცნობისთვის, პარტიებმა – „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელომ“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძე წარადგინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები