ეროვნულ არქივში 13 883 ფურცელს ჩაუტარდა რესტავრაცია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში, 2025 წლის 6 თვეში, რესტავრაცია ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების 13 883 ფურცელს ჩაუტარდა. გარდა ამისა, 6 თვის განმავლობაში რესტავრატორებმა იმუშავეს 35 ფოტოს, 52 ტექნიკური ნახაზის, 2 რუკისა და 129 გაზეთის აღდგენასა და კონსერვაციაზე.

ეროვნული არქივის ინფორმაციით, დოკუმენტებს შორის არის, უახლესი ისტორიისა და კინოფოტოფონო დოკუმენტების ცენტრალურ არქივებში დაცული მასალა.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარში ეროვნული არქივი გახდა წიგნისა და ქაღალდის რესტავრატორთა საერთაშორისო ასოციაციის (International Association of Book and Paper Conservators – IADA) წევრი, რაც ეროვნული არქივის რესტავრატორებს საშუალებას მისცემს გაეცნონ მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკას; მონაწილეობა მიიღონ ვორქშოფებსა და სასწავლო კურსებში; ითანამშრომლონ სხვადასხვა პროფესიულ ორგანიზაციასთან და მუდმივად მიიღონ ინფორმაცია ახალი ტექნოლოგიების შესახებ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები