მხატვარი ჯემალ კუხალაშვილი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა

73 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ჯემალ კუხალაშვილი.
1972-1978 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე, დიმიტრი თაყაიშვილთან კინოს მხატვრობის განხრით. იყო მხატვრის სახლის შემოქმედებითი სახელოსნოს წევრი. 1979 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში. მხატვარია ფილმებისა: „გამინაწილე სითბო” (1975), „სამანიშვილის დედინაცვალი” (1977).  მისი ნამუშევრები დაცულია ტრეტიაკოვის სახელობის გალერეაში, მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმსა და კერძო კოლექციებში.
ჯემალ კუხალაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს  საქართველოს მხატვართა კავშირი.
„მხატვართა კავშირის გამგეობის სახელით, თანავუგრძნობთ ოჯახსა და ახლობლებს.
პანაშვიდი:  9,10,11 მაისს,  ქალაქ რუსთავში, ყაზბეგის 36. დაკრძალვა 12 მაისს, მახათას პანთეონში“, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები