გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
გლდანში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ტროტუარზე ავარდა და ქვეითს დაეჯახა.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.