ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ხელოვნების საერთაშორისო გამოფენას – ვენეციის 61-ე ბიენალეს ესწრებიან
ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ხელოვნების საერთაშორისო გამოფენას – ვენეციის 61-ე ბიენალეს ესწრებიან.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ და საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა ლევან თაქთაქიშვილმა ვენეციის წმინდა ფრანცისკის სახელობის დელა ვინიას ბიბლიოთეკა მოინახულეს.
დელა ვინიას ბიბლიოთეკაში ვიზიტისას ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებს ახლდათ ვენეციის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკლესიის ისტორიკოსი გაგა შურღაია.
„შევხვდით ბიბლიოთეკის დირექტორს, მღვდელ-მონაზონ რინო სგარბოსას. იტალიელ კოლეგასთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დელა ვინიას ბიბლიოთეკაში დაცულია XIV-XV საუკუნეების ფასეული ხელნაწერები, 100-ზე მეტი ინკუნაბულა, 40 ათასამდე რარიტეტული გამოცემა, რომელიც XIX საუკუნემდეა დაბეჭდილი“, – აღნიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ.