გიორგი ჯინჭარაძე: უწმინდესო და უნეტარესო შიო III, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას და გვწამს, რომ თქვენი პატრიარქობის პერიოდში, თქვენი ლოცვით და შეწევნით, შევძლებთ დაახლოებას აფხაზეთთან და კვლავ გაერთიანებას

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე უწმინდეს და უნეტარეს შიო III-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას ულოცავს და ამის შესახებ საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე წერს.

„დღევანდელი დღე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საქართველოსთვის, ქართული ეკლესიისა და თითოეული ქართველისთვის. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიოს არჩევა არის ისტორიული პასუხისმგებლობა და იმ დიდი სულიერი გზის გაგრძელება, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ შექმნა.

უწმინდესო და უნეტარესო შიო III, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას და გვწამს, რომ თქვენი პატრიარქობის პერიოდში, თქვენი ლოცვით და შეწევნით, შევძლებთ დაახლოებას აფხაზეთთან და კვლავ გაერთიანებას.

დარწმუნებული ვართ, ღირსეულად განაგრძობთ ილია მეორის დიდ სულიერ მემკვიდრეობას, რომლის ეპოქა იქცა ეროვნული ერთობის, მშვიდობის, შემწყნარებლობისა და ქართული იდენტობის დაცვის სიმბოლოდ.

ვულოცავ სრულიად საქართველოს, ქართულ ეკლესიას და თითოეულ ქართველს ამ ისტორიულ დღეს. ღმერთმა დალოცოს საქართველოს ეკლესია, მისი ახალი სულიერი წინამძღოლი და გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა“, – წერს გიორგი ჯინჭარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები