დუა ლიპა Samsung-ს 15 მილიონი დოლარის მოთხოვნით უჩივის
პოპ ვარსკვლავმა დუა ლიპამ Samsung-ის წინააღმდეგ 15 მილიონი დოლარის ოდენობის სარჩელი შეიტანა, რომელშიც ამტკიცებს, რომ კომპანიამ მისი გამოსახულება ტელევიზორების შეფუთვაზე ნებართვის გარეშე გამოიყენა,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
ლიპა ამტკიცებს, რომ Samsung-მა მისი სახის ფოტო თანხმობის გარეშე ფართოდ გამოიყენა აშშ-ში გაყიდულ სხვადასხვა ტელევიზორის მოდელებზე.
სარჩელი მოიცავს საავტორო უფლებების დარღვევას, სავაჭრო ნიშნის დარღვევას და ლიპას გამოსახულების მითვისებას.