გიორგი გახარია ჩორჩანას საგუშაგოზე: საქართველოს იმ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლი არ ჰქონდა – პატრულირება ვერ ხდებოდა, ხოლო საოკუპაციო ძალები მონიშვნებს ამყარებდნენ

„რაც შეეხება კონკრეტული საქმის მასალებს – პირველ რიგში ვიწყებ იმით, რომ საქართველოს მაშინ იმ ტყეზე კონტროლი არ ჰქონდა და ამ ტყეზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა საოკუპაციო ძალები. ამას ადასტურებს არა ჩემი სიტყვები, არამედ სუს-ის 2019 წლის წლიური ანგარიში. ამას ადასტურებს ასევე EUMM-ის 2019 წლის პრესრელიზი (რომელიც 2016 წელს გამოქვეყნდა) და ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის შედეგობრივი განცხადება, რომელიც საქართველოს წარმომადგენლებმა გააკეთეს. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გავიაზროთ, რომ ამ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლი საქართველოს არ ჰქონდა“ – ამის შესახებ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, სადაც განიხილება სოფ. ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსების საკითხი.

როგორც გახარია აღნიშნავს, ტერიტორიის მონიტორინგი ხდებოდა პერიოდულად, რადგან მუდმივი პატრულირების რესურსი არ არსებობდა და ადგილი მზადდებოდა ბორდერიზაციისთვის. ეს ქმნიდა რისკებს, საოკუპაციო ძალები შედიოდნენ ტყეში, აკავებდნენ საქართველოს მოქალაქეებს.

მისივე თქმით, საგუშაგოების განთავსების გეგმა 2018 წლის ბოლოს შემუშავდა და 2019 წლის დასაწყისიდან განხორციელება დაიწყო. გეგმით განსაზღვრული იყო კონკრეტული კოორდინატები, სადაც სახელმწიფო სტრუქტურებს საგუშაგოების განთავსება აუცილებლობად მიაჩნდათ.

„ჩემთვის მორალურად, ადამიანურად აბსოლუტურად გაუგებარია, როდესაც სახელმწიფო, რომელიც თვლის, რომ ეროვნულ ინტერესებს იცავს, სოფლის მოსახლეობას იყენებს იმისთვის, რომ ჩვენებები მოაგროვოს პოლიტიკური დევნისთვის — ეს ერთი. მაშინ, როდესაც თქვენივე მთავრობის შს მინისტრი და სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი ჩვეულებრივ ცრუ მოწმედ და დამსმენად აქციეთ.
ახლა, რაც შეეხება კონკრეტული საქმის მასალებს – პირველ რიგში ვიწყებ იმით, რომ საქართველოს მაშინ იმ ტყეზე კონტროლი არ ჰქონდა და ამ ტყეზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა საოკუპაციო ძალები. ამას ადასტურებს არა ჩემი სიტყვები, არამედ სუს-ის 2019 წლის წლიური ანგარიში. ამას ადასტურებს ასევე EUMM-ის 2019 წლის პრესრელიზი (რომელიც 2016 წელს გამოქვეყნდა) და ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის შედეგობრივი განცხადება, რომელიც საქართველოს წარმომადგენლებმა გააკეთეს. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გავიაზროთ, რომ ამ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლი საქართველოს არ ჰქონდა.
შესაბამისად, 2019 წლის დასაწყისიდან, მათ შორის EUMM-იც, სუსიც, “გედედეს” შესაბამისი დანაყოფებიც , რომლებიც პერიოდულად (რადგან მუდმივი პატრულირების რესურსი არ არსებობდა და ეს შეუძლებელი იყო) იქ იმყოფებოდნენ – აღმოჩენილი იყო ნიშნები იმისა, რომ ეს ტერიტორია ბორდერიზაციისთვის საოკუპაციო მხარეს მიერ მზადდებოდა. აქედან მომდინარეობდა ის რისკები, რის შედეგადაც იქ შესულ ადამიანებს აკავებდნენ – ზოგს უშვებდნენ.
ეფექტურ კონტროლს საქართველოს ხელისუფლება ამ ტერიტორიაზე ვერ ახორციელებდა. ეფექტური კონტროლი ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარე – ოკუპირებული ტერიტორიიდან, ამ ტერიტორიაზე ვერ შემოდიოდა. ეს ნიშნავს, რომ სრულად ვაკონტროლებდით ტერიტორიას და ჩვენს მოქალაქეებს არ იტაცებდნენ, მაგრამ ამ ტერიტორიაზე შემოდიოდნენ საოკუპაციო ძალები, თანმიმდევრულად აკეთებდნენ მონიშვნებს, აკავებდნენ საქართველოს მოქალაქეებს, შედიოდნენ ტყეში და იქ ამყარებდნენ მწვანე საოკუპაციო რეჟიმის ბანერებს, ანუ სასაზღვრო მონიშვნებს.

რამდენიმე მაგალითი არსებობს დაკავებების შესახებ. ერთი იყო 2019 წელს, რამდენიმე 2018 წელს. ზუსტად ამ ტყეში დააკავეს მონადირე, წაართვეს იარაღი, არ დააკავეს, მაგრამ უთხრეს: “ჩადი სოფელში და გააფრთხილე ყველა, რომ ეს არის სამხრეთ ოსეთის ტერიტორია და თქვენი ფეხი აქ მეორედ არ დავინახოთ”. ეს ყველაფერი EUMM-ის მასალებშიც არსებობს და სუს-ის მასალებშიც.

როდესაც სამი მიმართულებით არსებობდა საგანგაშო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საოკუპაციო ძალებს ყველაფერი მომზადებული ჰქონდათ ამ უზარმაზარი ტერიტორიის ბორდერიზაციისთვის, სწორედ ამ გეგმაზე დაიწყო მუშაობა. საგუშაგოების ჩადგმის გეგმაზე, რაც აუცილებელი იყო იმისთვის, რომ საქართველოს “გედედეს” წარმომადგენლებს, ისევე როგორც EUMM-ის წარმომადგენლებს, ჰქონოდათ შესაძლებლობა შეფერხების გარეშე ჩაეტარებინათ პატრულირება, რასაც ვერ ვახერხებდით  და აღგვედგინა ეფექტური კონტროლი საქართველოს ტერიტორიაზე.

საქართველოს მოსახლეობას და მაყურებლებს მინდა ვუთხრა: ჩვენ ვსაუბრობთ საოკუპაციო მხარეზე, მაგრამ ამ მხარეს, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ. რაც შეეხება ამ ინფორმაციის დამუშავებას – ეს ინფორმაცია არ დაწყებულა ერთი ან ორი კვირით ადრე. პროცესი დაიწყო 2018 წლის ბოლოს და 2019 წლის დასაწყისში, რომელშიც ყველა იყო ჩართული. შეიქმნა გეგმა, განსაზღვრული იყო კონკრეტული კოორდინატები, სადაც საგუშაგოების განთავსების აუცილებლობა არსებობდა.

მას შემდეგ, რაც ვერ ვახორციელებდით პატრულირებას, ხდებოდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ფაქტობრივი და ეფექტური კონტროლი ამ ტერიტორიაზე. სწორედ ამ პატრულირების აღსადგენად დაიგეგმა საგუშაგოების განთავსება. შეიქმნა გეგმა, რომლის შემუშავებაში მონაწილეობდნენ როგორც სუსი და მისი ანალიტიკური სამსახური, ასევე შსს.“ – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები