თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებულია.
ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეფერხების მიზეზი მს “სამგორში” მგზავრის მოულოდნელი გარდაცვალება გახდა.
“ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო პროცედურები, რის გამოც მეტროსადგურები “სამგორი”, “ისანი” და “ვარკეთილი” დაიკეტა მგზავრთა მიღებაზე. მატარებლები მგზავრებს ემსახურებიან მს “ახმეტელის თეატრიდან” “300 არაგველამდე” და პირიქით. პირველ ხაზზე მოძრაობა მას შემდეგ განახლდება, როდესაც შესაბამისი უწყება დაასრულებს საგამოძიებო პროცესს”, – წერია ინფორმაციაში.