მაია ბითაძე: ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს, რომ პოლიტიკოსად საქართველოში თავი ვერ უნდა წარადგინოს ადამიანმა, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებით მოქმედებს

,,ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს, რომ პოლიტიკოსად საქართველოში თავი ვერ უნდა წარადგინოს ადამიანმა, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებით მოქმედებს. ეს არის ეროვნული კატასტროფა, როდესაც გვყავს პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარი ინტერესებით კი არა, უცხო სახელმწიფოების ინტერესებით გველაპარაკებიან. ასე რომ, ეს ისტორიას უნდა დარჩეს და უნდა აიკრძალოს ყველა ის მავნებელი, ექსტრემისტი, ტერორისტი, რომელმაც საქართველოს ისტორიას ძალიან დიდი ზიანი მიაყენა”,- ამის შესახებ
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ,,იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მდგომარეობა დამძიმდა.

„დამძიმდა მათი მდგომარეობა და საბოლოო ჯამში თანამედროვე ტერორისტებად ჩამოყალიბდნენ, რომლებსაც ქვეყნის სამომავლო განვითარების საერთოდ არანაირი ხედვა არ აქვთ. ერთადერთი, რასაც საქართველოს მოსახლეობას სთავაზობდნენ, იყო ხელისუფლებაში ყოფნის დროს – საშინელი ტერორი და ბერიასეულ რეპრესიებს, ტერიტორიების დაკარგვის ხელშეწყობას, რაც სახელმწიფოებრივი დანაშაულია, ოპოზიციაში ყოფნის დროს კი მათი ერთადერთი დაპირება არის, რომ საქართველო უნდა გადაიქცეს ვიღაცის ყურმოჭრილ მონად და უცხოელს აქვს ყველანაირი უფლება. ეს არის მთელი იდეა, რასაც ჩვენი რადიკალი უკვე ტერორისტი პოლიტიკოსები სთავაზობენ მოსახლეობას. ეს სავალალო მდგომარეობაა“, – განაცხადა ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები