ცნობილმა მხატვარმა და მოქანდაკემ გია ჯაფარიძემ მწერალთა სახლს საჩუქრად გადასცა სკულპტურა – „სიყვარული და მეგობრობა“
დღეს ცნობილმა მხატვარმა და მოქანდაკემ გია ჯაფარიძემ მწერალთა სახლს საჩუქრად გადასცა შთამბეჭდავი სკულპტურა – „სიყვარული და მეგობრობა“.
„კომპოზიცია შექმნილია უჟანგავი ლითონისგან, სადაც მნახველი საკუთარ ანარეკლს ხედავს, რითაც ნამუშევარი ადამიანს შემოქმედების ნაწილად აქცევს.
სკულპტურა მწერალთა სახლის ტერასაზე განთავსდა და სივრცეს განსაკუთრებულ ელფერს სძენს.
ის მინიმალიზმისა და პოსტმოდერნიზმის ერთგვარი ნაზავია, რომლის დინამიკაში შოთა რუსთაველის უკვდავი ნაწარმოები სრულიად ორიგინალურად იკითხება.
მწერალთა სახლი მადლობას უხდის მოქანდაკე გია ჯაფარიძეს და რეპროდუქტოლოგ არსენ გვენეტაძეს ძვირფასი საჩუქრისთვის“! – წერია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.