“საერთაშორისო საზოგადოებამ არ დაგმო საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, პრეზიდენტის სასახლის შტურმი, თბილისის ქაოსში ჩართვის საშიშროება” – ბიძინა გიორგობიანი
“საერთაშორისო საზოგადოებამ არ დაგმო საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, პრეზიდენტის სასახლის შტურმი, თბილისის ქაოსში ჩართვის საშიშროება”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრმა, ბიძინა გიორგობიანმა განუცხადა.
“შეიძლება, ეს დაგმოს ეუთო-ს წევრმა რომელიმე ქვეყანამ, ვინც ხედავს რა ხდება რეალურად საქართველოში, მაგრამ ევროკავშირში ამას არ დაგმობენ. იქ ისეთი ვითარებაა, გადაეფარებიან ფინელ კოლეგას. ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები განსაკუთრებით არიან დაინტერესებულები, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი გამოიწვიონ, რადგან თავად არიან დაინტერესებულები, რომ რუსეთი არ შეიჭრას მათ ქვეყნებში.
ეს ქალბატონი [ელინა ვალტონენი] ჩამოსული იყო რუსთაველზე აქციის ჩასატარებლად, 30, თუ 50 ადამიანის გვერდით რომ დაფიქსირებულიყო, გადაეღო ვიდეო და ეჩვენებინა საზღვარგარეთ მყოფი უფროსებისთვის, რომ ისინი არიან ერთნი და აქ [საქართველოში] პროტესტი გრძელდება.
თვითონ ეუთო-ს ადმინისტრაციამ გაავრცელა ცოტა ხნის წინ განცხადება, სადაც შეჯამებულია მისი [ვალტონენის] ვიზიტი და არ ახსენებენ იმ ფაქტს, რომ პრემიერ-მინისტრმა გააუქმა ამ ორგანიზაციის მორიგე თავმჯდომარესთან შეხვედრა. ეს არნახული პოლიტიკური სკანდალი იქნებოდა 10-15 წლის წინ რომ მომხდარიყო, მაგრამ როგორც ვხედავთ, საერთაშორისო ურთიერთობებში მოშლილია სამართლებრივი მხარე და ხელმძღვანელობენ მხოლოდ საკუთარი დღის წესრიგით და მიზნებით“, – აღნიშნა გიორგობიანმა.