“ახალი ცვლილებები უზრუნველყოფს, რომ ადამიანებს სადაც უნდათ, იქ შეიკრიბონ, მაგრამ ამავდროულად სხვათა უფლებებიც, მიმოსვლის თავისუფლებაც და არაერთი სხვა უფლებაც უზრუნველყოფილი იყოს“ – გორდულაძე

“არ არსებობს დემოკრატიული ქვეყანა, არ არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა, სადაც რამდენიმე ათეულ ადამიანს შეუძლია, გადაკეტოს გზა და უხეშად დაარღვიოს კანონი, იძალადოს თვეების განმავლობაში ქალაქის მოსახლეობაზე”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან განმარტა, მიზანშეწონილი იყო, რომ მომხდარიყო კანონის გამკაცრება და თითოეულ ადამიანს თავისი, კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლება გამოეხატა კანონით განსაზღვრულ ჩარჩოებში.

„შესაბამისად, ახალი ცვლილებები სრულად უზრუნველყოფს, რომ ერთი მხრივ, იყოს ადამიანის უფლებები განსაზღვრული და განმტკიცებული, რომ მათ სადაც უნდათ იქ შეიკრიბონ, მაგრამ ამავდროულად სხვათა უფლებებიც, მიმოსვლის თავისუფლებაც და არაერთი სხვა უფლებებიც უზრუნველყოფილი იყოს“, – განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა 81 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები