სომხეთში ექვსი სასულიერო პირი დააკავეს

სომხეთში სამართალდამცველებმა ექვსი სასულიერო პირი დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის არიან დასავლეთ სომხეთის არაგაწოტნის ეპარქიის ხუთი მღვდელი და მისი წინამძღვარი, ეპისკოპოსი მკრტიჩ პროშიანი.

მაგივე ცნობით, დაკავებები სომხეთის სხვადასხვა ეპარქიაში ერთდროულად განხორციელდა.

მანამდე, მათ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.

სომხური სამოციქულო ეკლესიის უმაღლესმა საბჭომ დაგმო დაპატიმრებები და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობა „სომხურ ეკლესიაზე სისტემური ზეწოლის“ გაძლიერებაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები