საპროტესტო აქციას პერუში მსხვერპლი მოყვა – დაშავევულია 100-ზე მეტი მოქალაქე

პერუს დედაქალაქში, ახალგაზრდების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე ძალადობის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

ასევე, პერუს სახალხო დამცველის ცნობით, საპროტესტო აქციებზე შეტაკებების შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

პოლიციის ინფორმაციით, შეტაკებები დედაქალაქ ლიმაში და რამდენიმე პროვინციაში მოხდა, სადაც მომიტინგეები ეკონომიკური კრიზისისა და პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულთა შორის არიან სამართალდამცველებიც.

შეგახსენებთ, გასულ პარასკევს პერუს კონგრესმა პრეზიდენტი დინა ბოლუარტე თანამდებობიდან გადააყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები