აფეთქება ვერონასთან: სასამართლოს განჩინების შესრულების დროს სამი პოლიციელი გარდაიცვალა
ჩრდილოეთ იტალიაში, ვერონასთან ახლოს, ორსართულიანი სახლის ჩამონგრევის შედეგად, სამი კარაბინიერი დაიღუპა“, – ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
იტალიის სახანძრო სამსახურმა განაცხადა, რომ პოლიციის რეიდის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად ათეულობით ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სამართალდამცველები ადგილზე სასამართლოს განჩინების შესრულების მიზნით მივიდნენ. ისინი სახლის იძულებით დაცლისთვის ემზადებოდნენ, როდესაც შენობაში ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქებამ ნაგებობა მთლიანად გაანადგურა.
პირველადი ინფორმაციით, შემთხვევა
მიზანმიმართულად იყოს მოწყობილი. მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ორი ძმა და ერთი და დააკავეს.
პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ მომხდარი „ტრაგედიად“ შეაფასა და დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა.