Fox News: ამერიკელმა სენატორმა ტედ კრუზმა “დამფინანსებელთა შეჩერების” კანონპროექტი წარადგინა, რომელიც ქუჩის არეულობების დაფინანსებას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაპირობად განიხილავს

წარვადგინე “დამფინანსებელთა შეჩერების” კანონპროექტი, რომელიც რეკეტის გავლენის ქვეშ მყოფი და კორუმპირებული ორგანიზაციების კანონისთვის (RICO) განკუთვნილ ძირეულ დანაშაულთა სიაში არეულობას დაამატებს. რატომ? რადგან ეს შესაძლებლობას მისცემს იუსტიციის დეპარტამენტს, გამოიყენოს RICO-ს მექანიზმი იმ ფინანსური წყაროების სისხლისსამართლებრივი დევნისთვის, რომლებიც აფინანსებენ ანტისემიტურ აქციებს უნივერსიტეტებში, ღია საზღვრების მხარდამჭერ პროტესტებს ლოს-ანჯელესსა და სხვა ქალაქებში, აგრეთვე “მეფეების გარეშე” მოძრაობას, – ამის შესახებ “რესპუბლიკელმა” სენატორმა, ტედ კრუზმა, Fox News-ს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არეულობისა და ძალადობის მხარდამჭერთა და დამფინანსებელთა წინააღმდეგ ფინანსური პასუხისმგებლობის მექანიზმები უნდა ამოქმედდეს. სენატორი ვარაუდობს, რომ ჯორჯ სოროსი და მისი ქსელი, იმ აქტივობების უკან დგანან, რაც შესაძლოა არეულობად გადაიქცეს, შესაბამისად, ის მიიჩნევს, რომ სენატმა უნდა დაამტკიცოს “დამფინანსებელთა შეჩერების” კანონპროექტი, სამართალდამცავმა სისტემამ კი ძალადობის აქტების დამფინანსებლებს ბრალდება წარუდგინოს.

„რასაც მე ვითხოვ და მოვუწოდებ, არის ის, რომ მიჰყვეთ ფულის კვალს და შეწყვიტეთ დაფინანსების ნაკადი. თუ დავაკვირდებით “მეფეების გარეშე” აქციას, არსებობს საფუძვლიანი მტკიცებულება იმისა, რომ ჯორჯ სოროსი და მისი ქსელი ფინანსურად უჭერენ მხარს ამ ღონისძიებებს, რომლებიც მთელ ქვეყანაში შესაძლოა არეულობებად გადაიქცეს – და სწორედ სოროსია ის, ვინც ამ თანხებს გამოყოფს. ამიტომაც წარვადგინე კანონპროექტი სახელწოდებით “დამფინანსებელთა შეჩერების აქტი”, რომელიც დაამატებს არეულობას რეკეტის გავლენის ქვეშ მყოფი და კორუმპირებული ორგანიზაციების კანონისთვის (RICO) განკუთვნილ ძირეულ დანაშაულთა სიაში. რატომ? რადგან ეს შესაძლებლობას მისცემს იუსტიციის დეპარტამენტს, გამოიყენოს RICO-ს მექანიზმი იმ ფინანსური წყაროების სისხლისსამართლებრივი დევნისთვის, რომლებიც აფინანსებენ ანტისემიტურ აქციებს უნივერსიტეტებში, ღია საზღვრების მხარდამჭერ პროტესტებს ლოს-ანჯელესსა და სხვა ქალაქებში, აგრეთვე “მეფეების გარეშე” მოძრაობას. ვინც მხარს უჭერს არეულობასა და ძალადობას, მის წინააღმდეგ უნდა მივმართოთ ფინანსური პასუხისმგებლობის მექანიზმებს. უნდა ითქვას, რომ ამ კვირის ბოლოს გასამართ “მეფეების გარეშე” მიტინგების უკან 200-ზე მეტი მემარცხენე ორგანიზაცია დგას. ისინი განზრახ არ ამჟღავნებენ ერთმანეთთან კავშირს და სწორედ ეს არის მათი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების გზა. RICO-ს კანონი შექმნილია სწორედ ასეთი ტიპის ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელების წინააღმდეგ. ამიტომაც მჯერა, რომ სენატმა უნდა განიხილოს, დაუჭიროს მხარი და დაამტკიცოს კანონპროექტი “დამფინანსებელთა შეჩერების” შესახებ. ამასთან, მე მოვუწოდე როგორც აშშ-ის გენერალურ პროკურორ პემ ბონდის, ისე FBI-ის ხელმძღვანელ კეშ პატელს, მიჰყვნენ ფულის ნაკადს და სამართლებრივად დაისაჯონ ისინი, ვინც ქვეყნის მასშტაბით აფინანსებს ძალადობრივ, მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობის აქტებს.“ – განაცხადა ტედ კრუზმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები