“ჰამასი” აცხადებს, რომ მან ისრაელს ყველა მძევლის ცხედარი გადასცა

“ჰამასმა” განაცხადა, რომ მან ისრაელს ყველა მძევლის ნეშტი გადასცა, რომელზეც წვდომა აქვს და აღნიშნა, რომ ღაზაში დარჩენილი გარდაცვლილი ტყვეების მოსაძებნად “მნიშვნელოვანი ძალისხმევა და სპეციალური აღჭურვილობაა საჭირო,- ამის შესახებ CNN-ი წერს.

როგორც ანონიმურმა წყარომ გამოცემას განუცხადა, ისრაელი თვლის, რომ “ჰამასს”, სულ მცირე, ექვს სხვა ცხედარზე აქვს წვდომა.

ამასთან, მძევლების ოჯახები ისრაელს მოუწოდებენ, “ჰამასთან” ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში „ცალმხრივი დათმობები“ არ გააკეთოს.

“ყველა მძევლის სახლში დაბრუნების პასუხისმგებლობა ისრაელის მთავრობას ეკისრება“, – აცხადებენ ისინი.

პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ კი პირობას დებს, რომ ისრაელი “ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას სრული ძალით გააგრძელებს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები