საფრანგეთის პარლამენტმა მთავრობის გადადგომის ინიციატივა არ დაამტკიცა
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში პრემიერ-მინისტრისადმი უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა ჩავარდა.
ინიციატივამ საჭირო უმრავლესობა ვერ მოაგროვა, რის შედეგადაც სებასტიან ლეკორნუს მთავრობას გადადგომის საფრთხე მოეხსნა.
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური არეულობის ფონზე მის წინააღმდეგ ცალკეული შუამდგომლობები შეიტანეს.
ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ წევრმა მარინ ლე პენმა ადრე განაცხადა, რომ “ეს არ არის პოლიტიკური კრიზისი და პოლიტიკოსების კრიზისი”.