ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის პედაგოგებს შორის, ფრენბურთში, დავით ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა

ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის პედაგოგებს შორის, ფრენბურთში, დავით ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

,,ტურნირში, სულ 8 სკოლის გუნდი ასპარეზობდა, რომელშიც გამარჯვება ღორჯომის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები, რაქვთა-ყინჩაურის სკოლისა და ტუნაძეების საჯარო სკოლის გუნდებმა გადაინაწილეს.

გამარჯვებულებს, ფულადი ჯილდო, თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ”,- წერია ინფორმაციაში.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები