“ვინმე თუ საქართველოში დემოკრატიის გაუარესებაზე საუბრობს, მინდა, მოვუწოდო, საგამოძიებო კომისიას და იმ გამოსვლებს მოუსმინონ, რაც ამ საგამოძიებო კომისიაში ვნახეთ” – მახაშვილი

“მიუღებელია ის კომენტარები და სულისკვეთება, რაც ევროსაბჭოს კონგრესში მიღებულ დოკუმენტშია”, – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით ის ევროსაბჭოს კონგრესში საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღების საკითხს გამოეხმაურა.

„პარლამენტის წინ ძალადობა ვიხილეთ. მაგალითად, აშშ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას შიდა ტერორიზმად აფასებს. ფაქტობრივად, ეს ადამიანები ამერიკული სტანდარტით შიდა ტერორიზმს მშვიდობიან დემონსტრაციებად აფასებენ. ასევე, „გამჭვირვალობის კანონი“ კვლავ „აგენტების კანონად“ არის მოხსენიებული. მგონი, ახლა მაინც არის ნათელი, რეალურად, როგორი რბილია „გამჭვირვალობის კანონი“ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით. ვინმე თუ საქართველოში დემოკრატიის გაუარესებაზე საუბრობს, მინდა, მოვუწოდო, რომ საგამოძიებო კომისიას და იმ გამოსვლებს მოუსმინონ, რაც ამ საგამოძიებო კომისიაში ვნახეთ. მზად ვარ, თითოეულ მათგანს დავუჯდე და სიტყვა-სიტყვით გადავუთარგმნო. თუ ვინმე დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობს, მოიკითხოს, მოუსმინოს და ნახოს, რა იყო რეალურად დარბევა, წამება, ციხეებში გაუპატიურება, სახელმწიფოს მიტაცება და რეკეტი“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები