ლევან მახაშვილი – სალომე ზურაბიშვილი ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდებს საქართველოს მიმართ შეტევა განაგრძონ
„სალომე ზურაბიშვილი ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდებს, საქართველოს მიმართ შეტევა განაგრძონ და უფრო აგრესიული პოლიტიკა განახორციელონ,“ – ამის შესახებ, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ტყუილს აბრალებს ქვეყანას.
„კონკრეტულ ქვეყნებში რიგითი მოქალაქეების ვიზიტი საინტერესო არ არის, მაგრამ შეფასებების გარეშე იმ განცხადებებს ვერ დავტოვებთ, რაც სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. ის ისევ ტყუილს აბრალებს ქვეყანას. ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ ამ ქვეყნებს მოუწოდებს, საქართველოს მიმართ შეტევა განაგრძონ და უფრო აგრესიული პოლიტიკა განახორციელონ. მინდა, განვმარტო, საქართველოს მიმართ უფრო აგრესიული პოლიტიკა რას ნიშნავს – ეს ცარიელი სიტყვები არ არის. პრაქტიკაში ეს გადაითარგმნება იმაში, რომ საქართველო გეოპოლიტიკური თამაშების კიდევ ერთ ცხელ წერტილად გადაიქცეს. ეს არის, რასაც ეს ადამიანი პალტიისპირეთის ქვეყნებისგან ითხოვს. მისი მიზანი თუ ეს არის, უკვე ნათელია, რომ არა მხოლოდ შეფარულად, არამედ გაცხადებულად ითხოვს ამ ყველაფერს ამ ქვეყნებისგან“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.