“ევროსაბჭოს კონგრესში მიღებული რეზოლუცია არის, ჟანგბადის მიწოდების მორიგი მცდელობა რადიკალური ოპოზიციისთვის, რომელთა რეიტინგი, კარგ შემთხვევაში, განახევრებულია” – მაჭავარიანი
“ეს რეზოლუცია ჟანგბადის მიწოდების არის, მორიგი მცდელობა რადიკალური ოპოზიციისთვის, რომელთა რეიტინგი კარგ შემთხვევაში განახევრებულია და ამის გამოცოცხლებას ცდილობენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც ევროსაბჭოს კონგრესში საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღებას გამოეხმაურა.
„იყო ევროპარლამენტის ექვსი რეზოლუცია, სადაც ჩაწერეს, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კრიმინალია, პოლიტიკური დევნილი არისო. თურმე, ის უნდა გავათავისუფლოთ. ამ რეზოლუციებში სალომე ზურაბიშვილს ისევ საქართველოს პრეზიდენტად მოიხსენიებდნენ. გუშინაც ანალოგიური ვიხილეთ. იყო მოწოდება, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონი უნდა გაუქმდეს, რადგან თურმე დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. უკმაყოფილო არიან ანტიპროპაგანდა ლგბტ კანონით, რისი მიღებაც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა იყო“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, ევროსაბჭოს კონგრესში საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს. რეზოლუცია ეხება „საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობას“. მას მხარი 101-მა წევრმა დაუჭირა, 10 წინააღმდეგი იყო.