“სენატორი ჯო უილსონი მართულია „დიფ სთეითისგან“ და „დიფ სთეითს“ რომელ ქვეყანაშიც აქვს ინტერესები, ამ ინტერესების შესაბამისად გამოჩნდება-ხოლმე” – გორდულაძე
“სენატორი ჯო უილსონი მართულია „დიფ სთეითისგან“ და „დიფ სთეითს“ რომელ ქვეყანაშიც აქვს ინტერესები, ამ ინტერესების შესაბამისად გამოჩნდება-ხოლმე”, – ამის შესახებ, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
აღნიშნულით ის კონგრესში უილსონის მიერ წარდგენილი, პაკისტანის დემოკრატიის მხარდამჭერ აქტს გამოეხმაურა.
„ჯო უილსონი იმდენად ჰუმანური ადამიანია, რომ ღამე არ ეძინება მსოფლიოში მიმდინარე ამბებიდან გამომდინარე და ყველა ქვეყნის შიდა საქმეები, შიდა პოლიტიკა იცის აბსოლუტურად ზედმიწევნით – დაწყებული საქართველოდან, პაკისტანით დასრულებული. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ვერავინ დაიჯერებს – მარტივია, ეს ადამიანი მართულია „დიფ სთეითისგან“ და „დიფ სთეითს“ რომელ ქვეყანაშიც აქვს ინტერესები, ამ ინტერესების შესაბამისად გამოჩნდება-ხოლმე. მან ჩაანაცვლა ის ოდიოზური სახელისა და გვარის მქონე სენატორები, რომლებიც საქართველოსთან დაკავშირებით აკეთებდნენ-ხოლმე ე.წ. კრიტიკულ განცხადებებს, რომელსაც არავითარი საფუძველი, დასაბუთება არ ჰქონდა“, – განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, ამერიკელმა კონგრესმენმა – ჯო უილსონმა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიმართული „მეგობარი აქტის“ ავტორია, კონგრესში პაკისტანის დემოკრატიის მხარდამჭერი აქტი წარადგინა.