ომბუდსმენი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის უფროს მრჩეველს სამხრეთ კავკასიაში, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში და გაეროს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა
11 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი – ლევან იოსელიანი გაეროს მუდმივ კოორდინატორ დიდიე ტღებიუკს, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში – იესპერ მოლერს და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის უფროს მრჩეველს სამხრეთ კავკასიაში, ვლადიმერ შკოლნიკოვს შეხვდა.
ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
“შეხვედრაზე ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები განიხილეს, ისაუბრეს სახალხო დამცველის აპარატის როლზე აქციაზე დაკავებულთა და დაშავებულთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ყურადღება გაამახვილეს სამართალდამცველთა მხრიდან ძალის გადამეტების, განსაკუთრებით ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლისა და მათზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების საკითხებზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახალხო დამცველის პირველი მოადგილე – თამარ გვარამაძე”, – წერია ინფორმაციაში.