თეოლოგი – კუბოს დაწვაზე: რაღაცის დაწვა, იქნება ეს კუბო თუ ფიტული, ჩვენს ტრადიციაში არ არის, არც ქრისტიანულ და არც ქართულ ტრადიციაში არ არის მსგავსი რამ

“ვისი გამოსახულება შეიძლება, იყოს კუბოზე, რომელიც საქართველოსთვის არის დამზადებული, ჩინელი ფილოსოფოსის ხომ არ იქნება. ამიტომ, ამაზე საჭირო იყო დაფიქრება, რა უფრო მნიშვნელოვანია – რეალობა თუ აღქმები და ხანდახან აღქმაა სწორედ რეალობა”, – ამის შესახებ თეოლოგმა, ლევან აბაშიძემ განაცხადა, რითაც მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბოს დაწვას გამოეხმაურა.

„ზოგადად, რაღაცის დაწვა, იქნება ეს კუბო თუ ფიტული, ჩვენს ტრადიციაში არ არის, არც ქრისტიანულ და არც ქართულ ტრადიციაში არ არის მსგავსი რამ, უფრო დასავლეთშია ასეთი ტრადიცია. ეს მათი არჩევანია, უბრალოდ ასეთი რეაქცია არ უნდა გაუკვირდეთ“, – აღნიშნა ლევან აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები