“გახარიამ, გამოკვეთილად ნეგატიური ნაბიჯების გადამდგმელმა ადამიანმა, რაც თქვა, ეს არის ის, რისი სურვილიც აქვს რადიკალურ ოპოზიციას” – მათიკაშვილი

“გახარიამ, გამოკვეთილად ნეგატიური ნაბიჯების გადამდგმელმა ადამიანმა, რაც თქვა, ეს არის ის, რისი სურვილიც აქვს რადიკალურ ოპოზიციას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ისაუბრა, რითაც “გახარია საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ეკონომიკური კრიზისის შექმნას ეხებოდა.

“რადიკალებს დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე, 20 იანვრამდე აქვთ ვადა, თვითონ ასე ჰგონიათ, მაგრამ სინამდვილეში არანაირი ვადა და შანსი არ აქვთ თავიანთი დესტრუქციის განხორციელებაში. ისინი ფიქრობენ, რომ ეს არის ის ვადა, რა ვადაშიც უნდა გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ აქ რევოლუცია მოახდინონ. მეორე, მათი სურვილია ეკონომიკის ჩამონგრევა, თუმცა ეს რეალობა არ არის. ვერ ეღირსებიან, ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით წავა წინ. იმ მოვლენამდე, რასაც გახარიამ დაუკავშირა რევოლუციური სცენარები, აქ ვერც რევოლუცია მოხდება და იმ მოვლენის შემდეგ [ტრამპის ინაუგურაციის] აბსოლუტურად შეიცვლება ურთიერთობის ეს ეტაპი ჩვენს პარტნიორებთან. ამიტომ, რადიკალ ოპოზიციონერებს მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო უმძიმდებათ და ამ სიმძიმეს, მათ თვალი უნდა გაუსწორონ”, – განაცხადა მათიკაშვილმა “დღის კურიერში” ჩართვისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები