“გაფიცვა არცერთმა სოლიდურმა ბიზნესმა არ მიიღო სერიოზულად; ოპოზიციური პარტიების და მათი ტელევიზიების მიმართ ლოიალურად განწყობილმა ბიზნეს სექტორმაც კი არ დაუჭირა მხარი გაფიცვის იდეას” – გიორგი აბაშიშვილი

“არანაირ რყევას არ ველოდები”, – ამის შესახებ Business Insider Georgia-ს და „ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

ის გაფიცვასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მსხვილი ბიზნესის მიმართ გაკეთებულ მოწოდებებს გამოეხმაურა.

„ეს არის პანიკის დათესვის ნაწილი, თორემ თუ ჩვენ ვსაუბრობთ მსხვილი ბიზნესის ნაწილზე, მაგალითად „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“, რომელიც აერთიანებს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის შემქმნელთა 75%-ზე მეტს, საუბრობს იმის შესახებ, რომ ბიზნესს აქვს პოზიტიური მოლოდინები. გაფიცვა არცერთმა სოლიდურმა ბიზნესმა არ მიიღო სერიოზულად. ოპოზიციური პარტიების და მათი ტელევიზიების მიმართ ლოიალურად განწყობილმა ბიზნეს სექტორმაც კი, იოტისოდენადაც არ დაუჭირა მხარი გაფიცვის იდეას“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები