„რა გიმტკიცოთ? ის, რომ იმედზე ვმუშაობთ, თუმცა ადამიანები ვართ? ვიცი სადაც ვმუშაობ და სულაც არ მრცხვენია ამის ! ორსულს იმდენად დაუნდობლად მექცევით რომ, სავალალო შედეგის საშიშროებაც არ გაღელვებთ – მაგრამ მესმის!“ – ნანუკა გულუა მიმართვას ავრცელებს

ჩემი მეგობარი მახარას გახეთქილი თავის დანახვა ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის, ჩემი ბავშვობის მეგობარი გურამი, მე და ჩემს მუცლად მყოფ შვილს, ფიზიკურად, ჯანმრთელობის ფასად გვეტკინა…! რა გიმტკიცოთ? რომ „იმედზე“ ვმუშაობთ, თუმცა ადამიანები ვართ?! ვიცი სადაც ვმუშაობ და სულაც არ მრცხვენია ამის! – ამის შესახებ მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ის, რაც ჩვენს თავს ხდება საერთო ჯოჯოხეთია.

„დღეს, ჩემი ცხოვრების საჩუქრის, იკუნას დაბადების დღეა… ბუშტიც არ მიყიდია, ტორტზე და სხვა სადღესასწაულო ნივთებზე საუბარიც ზედმეტია, დილამდე არც გამხსენებია…

იმას, რაშიც ვიმყოფებით მხარე არ აქვს, რაც ჩვენს თავს ხდება საერთო ჯოჯოხეთია!

მინდა ვთქვა, რომ ყველა კადრი, სადაც ადამიანი ტირის, სტკივა და განიცდის – მანადგურებს! ჩემი მეგობარი მახარას გახეთქილი თავის დანახვა ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის, გიორგის სიცოცხლე ჩვენი, ყველას ნალოლიავები და ნაფერებია და მისი ხელყოფის უფლებაც არავის აქვს!

ჩემი ბავშვობის მეგობარი გურამი, მე და ჩემს მუცლად მყოფ შვილს, ფიზიკურად, ჯანმრთელობის ფასად გვეტკინა…!

რა გიმტკიცოთ? ის, რომ იმედზე ვმუშაობთ, თუმცა ადამიანები ვართ? ვიცი სადაც ვმუშაობ და სულაც არ მრცხვენია ამის! არც ვინმე მაძალებს რამეს, პირიქით თავისუფალი ვარ და მჯერა და მწამს მხოლოდ ევროპული მომავლის!

მეც მწყინს თქვენი სასტიკი მესიჯები, რომელსაც ვიღებ, მეც მწყინს ჩემი მეგობრების ლაიქები სტატუსებზე სადაც მაბულინგებენ, მეც მწყინს, რომ სადაც უსამართლოდ “მასამართლებენ”- თქვენ დუმხართ,

მეც მწყინს, რომ იმედზე მომუშავეს, ყველას, წარმოუდგენელი ზიზღით ახსენებთ, მეც მწყინს, რომ ორსულს იმდენად დაუნდობლად მექცევით, რომ სავალალო შედეგის საშიშროებაც არ გაღელვებთ – მაგრამ მესმის! ისეთი ემოციური ფონი გვაქვს, ვერ ვსაზღვრავთ რაღაცებს…

ადამიანები ვდუმვართ, იმიტომ, რომ გვეშინია თუ მათემატიკური სიზუსტით არ გადავიწერთ თქვენგან აზრს კოლექტიურად დაგვესევით, თუ აზრს ითხოვთ – პატივი ეცით!

მეგობრებო, დღეს თუ ხვალ ყველაფერი დასრულდება, დავმშვიდდებით, დავწყნარდებით და ვეცადოთ სახე ისე არ დავკარგოთ, რომ ერთმანეთს თვალებში ვეღარ შევხედოთ … ღმერთო დაგვიფარე გთხოვ!“, – წერს ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები