ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე კოლეგებთან ერთად თბილისში ჩამოდის

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე კოლეგებთან ერთად თბილისში ჩამოდის. ამის შესახებ ევროპარლამენტარი X-ზე წერს.

“გზაში ვარ თბილისისკენ ევროპარლამენტარ კოლეგებთან ერთად, რათა სოლიდარობა გამოვხატო ქართველებთან, რომლებიც ევროპული მომავლისთვის იბრძვიან!

დღის წესრიგშია: შეხვედრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, და ჟურნალისტებთან,” – წერს იუკნევიჩიენე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები