პირი, რომელმაც სავარაუდოდ, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მამაკაცს ხელი ჰკრა, დაკავებულია
მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე ბრალდებული პირი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ხელი ჰკრეს, რის შემდეგაც, ის ლიანდაგში ჩავარდა.