ბარიერგადალახული პოლიტიკური ძალების განცხადებით, ისინი რამდენიმე სტრატეგიულ მიმართულებაზე მუშაობენ

ბარიერგადალახული ოთხი პოლიტიკური ძალის განცხადებით, ისინი რამდენიმე სტრატეგიულ მიმართულებაზე მუშაობენ.

ამის შესახებ მათ ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნულ მიმართულებებს შორის არის არაღიარების პოლიტიკა, კომუნიკაცია პარტნიორებთან, საქართველოს მოქალაქეებთან, პროტესტი და დაკავებულებისა და დაშავებულების დახმარება.

“ჩვენ ვხედავთ, რომ პროტესტი არის უწყვეტი. შემდეგი მიმართულებაა პროტესტთან მიმართებით დაკავებული და ფიზიკურად დაზიანებული ადამიანების დახმარება. შემდეგი მიმართულებაა საგარეო არაღიარება”, – განაცხადა “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები