“ახლა მთავარია ზეწოლის გაძლიერება; საჭიროა ბევრი ახალი ფორმის პოვნა, მოულოდნელი მხრიდან შეტევები” – სააკაშვილი
“ახლა მთავარია ზეწოლის გაძლიერება, თავისით არაფერი არ მოვა. საჭიროა ბევრი ახალი ფორმის პოვნა, მოულოდნელი მხრიდან შეტევები”, – ამის შესახებ საქართველოს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“მგონი, წყლის ნაყვაა იმის გარკვევა, ოლიგარქის მონებში ვინ ვინ სცემა ან ვინ არის უკმაყოფილო.
ახლა მთავარია ზეწოლის გაძლიერება, თავისით არაფერი არ მოვა. საჭიროა ბევრი ახალი ფორმის პოვნა, მოულოდნელი მხრიდან შეტევები.
დიდი შეცდომაა მუდმივად იმის გამეორება, რომ სამართლიანად აღშფოთებული ხალხი რაღაცას არცერთ შემთხვევაში არ გააკეთებს. ჩვენ უზურპატორების დამშვიდება კი არა, მაქსიმალურად გაურკვევლობაში ყოფნა გვჭირდება”, – წერს სააკაშვილი.