“ასე არ ხდება, რომ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა მაკრონს უთხრას, რომ „მიდი, ერთი დაელაპარაკე ამათ“ – ვოლსკი
“ასე არ ხდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა მაკრონს უთხრას, რომ „მიდი, ერთი დაელაპარაკე ამათ“, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„ასე არ ხდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა მაკრონს უთხრას, რომ „მიდი, ერთი დაელაპარაკე ამათ“. ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი გააჩნია და არც ის არის გამორიცხული, რომ საფრანგეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი გააჩნდეთ, მათ შორის, ევროპის მომავალზე, იმ ღირებულებებზე, რაც ევროპისთვის მისაღებია და ვთქვათ, შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისთვის მიუღებელია. ეს იგივეა, სპეკულაცია დავიწყო, რომ რადგან გენდერულ თემასთან დაკავშირებით ჩვენი და ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ემთხვევა, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა სხვა საკითხშიც დავემთხვევით.
საქართველო თუ წავიდა ნგრევის გზაზე, ეს ყველას შეეხება, იმ ახალგაზრდებსაც, რომლებიც ქუჩაში არიან და იმ ძალიან ბევრ ახალგაზრდას, რომელიც ქუჩაში არც გამოდის და აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება აქვს ამ პროცესის მიმართ, უბრალოდ, ისინი არ არიან აგრესიულები თანატოლების მიმართ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.