“დღეს საქართველოსთვის გამოკვეთილად ძლიერი მხარე არის საქართველოს ეკონომიკა” – გიორგი აბაშიშვილი

“თუ ვინმეს უნდა, ქვეყანა დაასუსტოს, მან მნიშვნელოვანწილად უნდა დაარტყას საქართველოს ეკონომიკას და იმ არსებულ ვითარებას, რომელიც, ჯამურად, ქმნის სტაბილურ ეკონომიკურ გარემოს”, – ამის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

მისი თქმით, დღეს საქართველოსთვის გამოკვეთილად ძლიერი მხარე არის საქართველოს ეკონომიკა.

„დღეს საქართველოსთვის გამოკვეთილად ძლიერი მხარე არის საქართველოს ეკონომიკა. ის რეფორმები, რომელიც ხორციელდებოდა წლების განმავლობაში, გადის კონკრეტულ შედეგებზე. თუ ვინმეს უნდა ქვეყანა დაასუსტოს, მან მნიშვნელოვანწილად უნდა დაარტყას საქართველოს ეკონომიკას, ქართულ ბიზნესს და იმ არსებულ ვითარებას, რომელიც ჯამში ქმნის სტაბილურ ეკონომიკურ გარემოს. სიამაყით უნდა აღვნიშნოთ, რომ მსოფლიოს ბანკის კვლევაში, რომელსაც „ბიზნესისთვის მზაობა“ ჰქვია, სადაც 50 ქვეყანა შეფასდა, საქართველო სამეულში იკავებს ადგილს. ამ დონეზეა საქართველო წარმოდგენილი მსოფლიოში. როცა არის ეს ძლიერი მხარეები, ბუნებრივია ხდება ამ მხარეების დაკნინება, თუმცა, ცხადია რამენაირად ამ ნაწილის უარყოფა, ვინაიდან ეს საერთაშორისო შეფასებებს ეფუძნება.

რატომ არის ხოლმე ლარზე, ეროვნულ ბანკზე დარტყმა – ლარი არის ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური და ემოციური ფაქტორი, რომელიც ყოველთვის მაქსიმალურად ნეგატიურად რეაგირებს ადამიანზე. ბუნებრივია, ხდება ხოლმე ყოველთვის შეტევა ვალუტის კურსზე და ეროვნულ ბანკზე. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ მიმდინარე წელს იყო რამდენიმე მცდელობა ამ შეტევის და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ძალიან სწორი პოლიტიკის შედეგად საკმაოდ კარგად მართა ეს პროცესი. არჩევნების მერე ეროვნულმა ბანკმა დაიწყო რეზერვების დაგროვება, ნოემბრის განმავლობაში, 124 მლნ ნახევარი ამოიღო ბაზრიდან. ეს ტენდენცია გაგრძელდებოდა, რომ არ ყოფილიყო შემდეგი ტურბულენცია, როდესაც კვლავ ლარის კურსს დაარტყეს. პოლიტიკურ ტურბულენციას ყოველთვის აქვს გავლენა ვალუტის კურსზე და საინტერესო ისაა, რომ საქართველოს ყველაზე რთულ პერიოდში, როდესაც ხდებოდა უამრავი დეზინფორმაციის გავრცელება, ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან სწორად იმართა პროცესი და ლარის კურსს არაფერი მოსვლია. მიუხედავად ტურბულენტური პროცესებისა საქართველო ინარჩუნებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც ბოლო მაჩვენებლებით 10%-ის ფარგლებშია. ასევე Fitch-ი აღნიშნავს, რომ არა მხოლოდ მიმდინარე ინფლაციაა დაბალ მაჩვენებელზე, არამედ მომდევნო წლების განმავლობაშიც არაფერი ემუქრება ინფლაციის მაჩვენებელს“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები