მოლდოვამ ენერგეტიკის სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

მოლდოვის მთავრობამ ენერგეტიკის სფეროში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც მოლდოვური მედია იუწყება, საგანგებო მდგომარეობის შემოღება რუსეთიდან გაზის იმპორტის შეჩერების საფრთხეს უკავშირდება. ქვეყანა კონტრაქტის მიხედვით რუსეთიდან გაზს 2026 წლამდე უნდა იღებდეს. 2022 წლის შემოდგომიდან რუსულმა ენერგოგიგანტმა „გაზპრომმა“ გაზის მიწოდება დღეში 5,7 მილიონ კუბურ მეტრამდე შეამცირა, რაც გაცილებით ნაკლებია იმაზე, რასაც მოლდოვის მოსახლეობა ზამთრის პერიოდში მოიხმარს.

ნოემბრის ბოლოს, მოლდოვის ენერგეტიკის მაშინდელი მინისტრი ვიქტორ პარლიკოვი რუსეთში ჩავიდა და “გაზპრომის” ხელმძღვანელთან, ალექსეი მილერთან მოლაპარაკებები გამართა, თუმცა უშედეგოდ. მოგვიანებით პარლიკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები