ნატო გელაშვილი – აქციაზე კუბოს დაწვაზე: არასოდეს არ დაწვათ ქრისტიანის ბოლო სახლი და არავის არ უსურვოთ გარდაცვალება, როგორც არ უნდა გძულდეთ

“დიდი ბოდიშის მოხდით, როგორც ერთმა რიგითმა ქრისტიანმა, მინდა, ჩემი გულისტკივილი დავაფიქსირო”, – ამის შესახებ მომღერალი, ნატო გელაშვილი სოციალურ ქსელში წერს და გუშინდელ აქციაზე კუბოს დაწვას ეხმაურება, რომელზეც იესო ქრისტე იყო გამოსახული.

“ვისაც სასახლის (კუბოს) სიმძიმე გავლილი აქვს და მისი დანიშნულება კარგად იცის, ალბათ, არც მტერს უსურვებს იმავე სიმწრის გავლას… ჭირისუფალისთვის ძალიან მძიმეა, როცა სასახლე მოაქვთ პირველად სახლში, თუმცა, მერე ეფერები, ვინაიდან იაზრებ, რომ ეს სასახლე შენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანისთვის ბოლო სახლია.

არასოდეს არ დაწვათ ქრისტიანის ბოლო სახლი და არავის არ უსურვოთ გარდაცვალება, როგორც არ უნდა გძულდეთ.

მე მჯერა, რომ ქართველ ერს სიძულვილზე მეტად სიყვარული შეგვიძლია. სიყვარულით გადავრჩებით მხოლოდ და მხოლოდ.

მშვიდობა ჩემს ხალხს და ჩემს ქვეყანას”, – წერს ნატო გელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები