თბილისის მეტროში, ლიანდაგებში ადამიანი ჩავარდა – ის ადგილზე გარდაიცვალა.
ამის შესახებ “კვირას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.
ამ წუთებში, ადგილზე შესაბამისი მოქმედებები მიმდინარეობს.
აღნიშნული ფაქტის გამო, საბურთალოს ხაზზე მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია. მეტროს მეორე ხაზი მხოლოდ მეტროსადგურ დელისამდე მუშაობს.