ხმელთაშუა ზღვაში მიწისძვრა დაფიქსირდა
თურქეთში, ხმელთაშუა ზღვაში, დატჩას სანაპიროსთან 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა,- ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის შესახებ ინფორმაცია დილით შევიდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი 9,1 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.