სამხრეთ კორეაში ხანძრის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა

შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს ბოლო მონაცემებით, მინიმუმ 18 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა სამხრეთ კორეის ტყის ხანძრის გამო, რომელიც კვლავ ანადგურებს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთს,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ჰან დაკ-სუს თქმით, “უპრეცედენტო” კრიზისი კვლავ კრიტიკულია. მისივე თქმით, მთავრობამ გამოიყენა ყველა შესაძლო რესურსი და აღჭურვილობა, მაგრამ ძლიერი ქარი ხელს უშლის სალიკვიდაციო სამუშაოებს. ამ დროისთვის დამწვარია უკვე 17 000 ჰექტარი.

მედიის ცნობით, 23 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა და დაზარალდა რამდენიმე კულტურული ძეგლი.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ათასობით მეხანძრე და დაახლოებით 5 000 სამხედრო პერსონალი მუშაობს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები