მიანმარში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 144 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 732 პირი

მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 144 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 732 პირი.

როგორც BBC-ი იუწყება, ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი, მინ აუნგ ჰლაინგი ავრცელებს.

მისი თქმით, მსხვერპლის და დაშავებულთა რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

გარდაცვლილთაგან 96 პირი ნაიფიიდოში დაიღუპა, 18 – სიკაინში, 30 კი მანდალეიში.

რაც შეეხება დაშავებულებს, მათგან 132 იყო ნაი პიი ტავში, 300 კი საგაინგში.

შეგახსენებთ, რომ მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 28 მარტს, დილით მოხდა. ქვეყნის ექვს რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები