დიმიტრი ხუნდაძე – ე.წ. მეგობარი აქტის შესახებ: „დიფ სთეითი“ ისევ ფლობს ბერკეტებს, რომ ხელი შეუშალოს საქართველოსა და აშშ-ის მეგობრობას

„მეგობარი აქტი“ და მსგავსი ტიპის გზავნილები არის იმისთვის, რომ [გარე ძალებმა] ხელი შეუწყონ [საქართველოში არსებულ] მილევად აქციებს, სადაც უკვე თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები გამოდიან“, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელმა, დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, „დიფ სთეითი“ ხელს უშლის საქართველოსა და აშშ-ის მეგობრობას.

„დიფ სთეითი“ ისევ ფლობს ბერკეტებს იმასთან დაკავშირებით, რომ სამშვიდობო პროცესს ხელი შეუშალოს, [მიუხედავად იმისა, რომ] ეს მსოფლიოს უდიდესი ნაწილის ინტერესია. ასევე, ის ხელს უშლის საქართველოსა და აშშ-ის მეგობრობას“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები