ლევან იოსელიანმა, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაზე, ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

„2025 წლის 27-28 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ ევროპის საბჭოს მიერ ომბუდსმენების და ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტებისთვის გამართულ მაღალი დონის კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა,”- ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციაზე ადამიანის უფლებების დაცვასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები, ამ გამოწვევათა დასაძლევად ომბუდსმენის ინსტიტუტებისა და NHRI-ების როლი და შესაძლებლობები განიხილეს.

„შეხვედრის მონაწილეები სესიებზე კრიზისულ პერიოდში ადამიანის უფლებების დაცვის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს გაეცნენ; ვენეციის პრინციპების, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში ომბუდსმენებისა და NHRI-ების როლზე იმსჯელეს; ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

კონფერენციაზე საუბარი შეეხო ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების როლს ევროპის საბჭოს ხელოვნური ინტელექტის შესახებ ჩარჩო კონვენციის აღსრულების პროცესში,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები